ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს

00:32, 29.11.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს.

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დადგენილების თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს დაუყოვნებელი ზომები, რათა აიკრძალოს მედიაში კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შედეგებისა და აღდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის გაშუქება, ასევე საწვავისა და ენერგეტიკის სექტორის კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის სექტორის დამცავი სტრუქტურების მშენებლობის ეტაპებისა და პროგრესის შესახებ, კერძოდ, რეგიონებისა და ცალკეული ქალაქების მდგრადობის ყოვლისმომცველი გეგმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაშუქება.

განკარგულების მიხედვით, გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად, დაევალა საწვავისა და ენერგეტიკის სექტორის კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილზე საჰაერო თავდაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

მსგავსი