საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში კრეტისა და გავდოსის სანაპიროზე 1 200-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, სანაპიროსთან ორი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი
ბოლო ორ დღეში საბერძნეთის კუნძულების, კრეტისა და გავდოსის სანაპიროზე 1 200-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ინფორმაციას საბერძნეთის სანაპირო დაცვა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩრდილოეთ აფრიკიდან 1 200-ზე მეტმა მიგრანტმა მიაღწია საბერძნეთის კუნძულებს. როგორც ცნობილია, მიგრანტების უმეტესობა ლიბიიდანაა.
ამასთან, მათივე განცხადებით, სანაპიროსთან ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. იქამდე კი 2026 წლის ოქტომბერში საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს საგანგებო მექანიზმი, რათა დროებით შეაჩეროს თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადები მასშტაბური მიგრაციული კრიზისების დროს.