ბეირუთში საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია
ბეირუთში საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა იქ შეჭრილი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, ბეირუთში იმართება, დღეს პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მოქალაქეებმა სამართალდამცველებს ქვები და ყუმბარები დაუშინეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციაზე ისმოდა სროლის ხმაც.

მოქალაქეები ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებაზე, რასაც 158 ადამიანი ემსხვერპლა.