„როიტერის“ ცნობით, ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა
„როიტერის“ ცნობით, ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის სამედიცინო და უსაფრთხოების დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.