ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი.

განცხადება ჰამად ჰასანმა ადგილობრივ მედიასთან გააკეთა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოები გააფრთხილა, მოემზადონ დაშავებულების მისაღებად.

ამასთან, უცხოური მედია ამ დროისთვის ათი გარდაცვლილის შესახებ იუწყება.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.

უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.