აშშ-ის ხელისუფლება მოუწოდებს მხარეებს ლიბანში, თავი შეიკავონ ძალადობისგან
აშშ-ის ხელისუფლება მოუწოდებს მხარეებს ლიბანში, თავი შეიკავონ ძალადობისგან

აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს ლიბანელი დემონსტრანტების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ამის შესახებ ნათქვამია ბეირუთში მდებარე აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ამასთან, საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბანელი ხალხი „იმსახურებს ლიდერს, რომელიც მოუსმენს მათ და შეცვლის კურსს, რათა უპასუხოს მოსახლეობის მოთხოვნებს გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლიანობაზე“.

მოქალაქეები ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებაზე, რასაც 158 ადამიანი ემსხვერპლა. ბეირუთში უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირებისა და აქციაზე მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 175 ადამიანი დაშავდა. 63 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.