ბეირუთში არეულობის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა
ბეირუთში არეულობის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა

ლიბანის დედაქალაქში არეულობის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. მათ შორის, 70 სამართალდამცველია. მედიის ცნობით, ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ბეირუთში მობილიზებულმა შეიარაღებულმა ძალებმა ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობები შეჭრილი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს.

მოქალაქეების პროტესტი ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ გამოიწვია, რასაც 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი, დაშავდა. განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი. აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მათ გადადგომას, ასევე ქვეყანაში რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

დატოვე კომენტარი