ხანძრის შედეგად დაზარალებული - კახა კალაძემ გვითხრა, რომ გვერდში ამოგვიდგება
ხანძრის შედეგად დაზარალებული - კახა კალაძემ გვითხრა, რომ გვერდში ამოგვიდგება

დაზარალებულებს კონპენსაციას დაგვპირდნენ. კახა კალაძემ გვითხრა, რომ კრიმინალური სამუშაოების დამთავრების შემდეგ, გვერდში ამოგვიდგება“, – ამის შესახებ ბაზრობა „თერგის“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შენობის მესამე სართულზე ყველაფერი დაიწვა.

„მე დაზარალებული ვარ, მეორად ნივთებს ვყიდი. შეგვპირდნენ სამუშაოებს, ჭორის დონეს არ უსმინოთ, მე გპირდებიო. მესამე სართულზე ვიყავი და ყველაფერი დამწვარია. კალაძის იმედი გვაქვს“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბაზრობა „თერგის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საშუალება ექნებათ, იჯარის გადასახდელად შეღავათიანი ვადებით ისარგებლონ.

„რაც შეეხება ზარალს, ადმინისტრაცია მზად არის, ინდივიდუალურად შეხვდეს და შემდეგ უნდა მოხდეს აღწერა და შემდეგ ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.