თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტობუსის ძრავს მოეკიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ერთი ჯგუფი მუშაობდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამგზავრო ავტობუსის ძრავი და ნაწილობრივ, სალონი დაიწვა.