ყირგიზეთის ერთ-ერთ ბარში ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]
ყირგიზეთის ერთ-ერთ ბარში ძლიერი აფეთქება მოხდა [ვიდეო]

ყირგიზეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, სამი აფეთქება დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ ბარში მოხდა, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოედო.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად იმყოფებიან სამართალდამცველები, ასევე სახანძრო და სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია, ასევე უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზიც. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი შესაძლოა, გაზის ბალონების აფეთქება გამხდარიყო.