ლაგოდეხში, სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ლაგოდეხში, სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

ცეცხლი 10 ჰექტრამდე ფართობზე ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია, რომელიც ტყესთან ახლოს მდებარეობს.

სახანძრო სამუშაოები ერთი საათია უკვე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. ასევე, ლაგოდეხში მიემართებიან კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გამოძახებული სახანძრო სამსახურის ჯგუფები.