ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის 102-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარია.
ცეცხლი სასხვენო გადახურვას გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო ეკიპაჟი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.