ირლანდიის „შენონის“ აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა
ირლანდიის „შენონის“ აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა

ირლანდიის „შენონის“ აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც რამდენიმე რეისი გაუქმდა.

ავიაკომპანია „ომნი ეარ ინთერნეიშენალის“ კუთვნილ „ბოინგ 767“-ის შასს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ლაინერმა ასაფრენ ბილიკზე მოძრაობა დაიწყო.

თვითმფრინავი გააჩერეს, ეკიპაჟის წევრები და მგზავრები ტერმინალში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს, ბორტზე 14 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. მათგან არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობისა და ავიალაინერის გადაყვანის შემდეგ აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

„ომნი ეარ ინტერნეიშენალი“ სამოქალაქო ჩარტერული ავიაკომპანიაა, რომლითაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მგზავრობენ.