აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქო-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

მატარებელს, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი აზერბაიჯანის ჰაჯიგაბულს და კურდამირის რეგიონებს შორის, გვიან ღამით მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

მატარებელზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, ინციდენტის ადგილას სპეციალური დამხმარე მატარებელი მივიდა. აღდგენის შემდეგ, მატარებელმა მოძრაობა ნელი სვლით განაგრძო.