წყალტუბოში ავტომობილი დაიწვა

21:44, 25.06.2019

წყალტუბოში მსუბუქი ავტომობილი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

მსგავსი