ავტობუსის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა

14:50, 27.06.2018

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტობუსის ძრავს მოეკიდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ერთი ჯგუფი მუშაობდა და ​ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამგზავრო ავტობუსის ძრავი და ნაწილობრივ, სალონი დაიწვა.

მსგავსი