ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს
ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ. ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, სპეცოპერაციის დასრულებამდე თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩნენ სახლში.
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +43 676 3259839“,- აღნიშნულია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს.
ვენის ცენტრში ამ წუთებში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში მთავარ სინაგაგოსთან თავდასხმა მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, ერთი კი გაქცეულია. „ბიბისის“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველია. ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს.