ვენის ჰოსპიტლის ინფორმაციით, საავადმყოფოში 15 დაჭრილია გადაყვანილი
ვენის ჰოსპიტლის ინფორმაციით, საავადმყოფოში 15 დაჭრილია გადაყვანილი

ვენის ჰოსპიტლის ინფორმაციით, საავადმყოფოში 15 დაჭრილია გადაყვანილი, რომლებიც სროლის და წინააღმდეგობის გაწევის დროს არიან დაშავებულები. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ინფორმაციას პოლიცია ჯერ არ ადასტურებს.

ვენის ცენტრში ამ წუთებში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში, მთავარ სინაგაგოსთან თავდასხმა მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს. „გარდიანის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული.