ვენის მერის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში სროლების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 15 ადამიანი
ვენის მერის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში სროლების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 15 ადამიანი

ვენის მერის, მაიკლ ლუდვიგის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში სროლების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მისივე თქმით, 15 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, შვიდ მათგანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ვენაში თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა. თავდაპირველად, სროლა იყო ქალაქის ცენტრში განთავსებულ სინაგოგასთან. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებოდნენ. უცხოურ მედიაში გარდაცვლილების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

„გარდიანის“ ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთი თავდამსხმელია.

ამასთან, ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციით, ერთ თავდამსხმელს პოლიცია კვლავ ეძებს.

სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.