ავსტრიაში საქართველოს საელჩო - ვენაში მიმდინარე პროცესების გამო, საელჩო და საკონსულო მუშაობას განაგრძობს დისტანციურად, განხორციელდება მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციები
ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვენაში მიმდინარე პროცესების გამო, საელჩო და საკონსულო მუშაობას განაგრძობს დისტანციურად, განხორციელდება მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციები.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ვენაში მიმდინარე პროცესების გამო, გაცნობებთ, რომ საელჩო და საკონსულო მუშაობას განაგრძობს დისტანციურად, შესაბამისად, განხორციელდება მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციები და იმ მოქალაქეებს, რომელთაც 3 ნოემბერს ვიზიტი აქვთ ჩანიშნული, ვთხოვთ, თავი შეიკავონ საკონსულოში გამოცხადებისგან.
აქვე გაცნობებთ, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი: +43 676 3259839
საელჩოსთან დაკავშირება შეგიძლიათ ასევე ნომერზე: +43 1 40398480“,- აღნიშნულია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
ვენის ცენტრში ამ წუთებში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში, მთავარ სინაგაგოსთან თავდასხმა მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს. „გარდიანის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული.