ავღანეთში დაკრძალვაზე მომხდარი აფეთქების დროს 15 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 14 დაიჭრა.
როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნანგარჰარის პროვინციაში აამოქმედა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაკრძალვისას მოხდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.