ავღანეთში სკოლასთან მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
ავღანეთში სკოლასთან მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა

ავღანეთში სკოლასთან მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა. კიდევ 165 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. ათობით ოჯახი დაკარგულ ბავშვებს ამ დრომდე ვერ პოულობს. დაღუპულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლე გოგონები არიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე სკოლასთან 8 მაისს, საღამოს მოხდა.

ბოროტმოქმედების სამიზნე ქაბულის ის რაიონი გახდა, სადაც შიიტები ცხოვრობენ. ამ რაიონში წარსულში არაერთი თავდასხმა მოაწყო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ავღანეთის პრეზიდენტმა მომხდარში მოძრაობა „თალიბანი“ დაადანაშაულა, თუმცა თავად თალიბები ბრალდებას უარყოფენ და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას გმობენ.