ქაბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
ქაბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 38 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

აფეთქება ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, მასოუდის მოედანზე, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მომხდარზე პასუხიმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

დატოვე კომენტარი