ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 38 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.
აფეთქება ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, მასოუდის მოედანზე, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მომხდარზე პასუხიმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.