ქაბულში აფეთქებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი

18:49, 17.11.2021

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ „თალიბანის“ წარმომადგენლები იტყობინებიან.

ერთი აფეთქება ქაბულის შიიტი უმცირესობით დასახლებულ დასთ-ე-ბარჩის რაიონში, მეორე კი ქალაქის სხვა ნაწილში მოხდა.

„ჩვენი პირველადი ინფორმაციით, ბომბი მიმაგრებული იყო მიკროავტობუსზე. საკითხზე გამოძიება დავიწყეთ“, – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი