ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ „თალიბანის“ წარმომადგენლები იტყობინებიან.
ერთი აფეთქება ქაბულის შიიტი უმცირესობით დასახლებულ დასთ-ე-ბარჩის რაიონში, მეორე კი ქალაქის სხვა ნაწილში მოხდა.
„ჩვენი პირველადი ინფორმაციით, ბომბი მიმაგრებული იყო მიკროავტობუსზე. საკითხზე გამოძიება დავიწყეთ“, – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.