ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს აფეთქება მოხდა

13:37, 17.09.2019

ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ავღანური მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

​მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი