ავღანეთში დაკრძალვაზე აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

16:13, 31.12.2017

ავღანეთში დაკრძალვაზე მომხდარი აფეთქების დროს 15 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 14 დაიჭრა.

როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნანგარჰარის პროვინციაში აამოქმედა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაკრძალვისას მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

მსგავსი