ავღანეთის პროვინცია ღაზნიში აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
ავღანეთის პროვინცია ღაზნიში აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ავღანეთის პროვინცია ღაზნიში აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. თავდასხმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რვავე დაშავებული სტუდენტია.

აფეთქებამ ნაწილობრივ დააზიანა უნივერსიტეტის შენობაც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთი აფეთქების ხმა ქალაქ ჯალალაბადშიც გაისმა. შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავღანეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი მიკროავტობუსის სიახლოვეს ამოქმედდა. თავდასხმის სამიზნეს სამხედროები წარმოადგენდნენ.