ავღანეთში აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე ნანგარჰარის რაიონში სამი აფეთქება მოხდა, რომლის მიზანი „თალიბანის“ მებრძოლების მანქანა იყო. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, არიან თუ არა დაღუპულებს შორის „თალიბანის“ მებრძოლები.

აფეთება მოხდა ქაბულშიც, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ასევე აფეთქება მოხდა ჯალალაბადშიც.

აფეთქებების სერიაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის აღმოსავლეთ რეგიონებში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მოქმედებენ, რომლებიც „თალიბანთან“ დაპირისპირებაში იმყოფებიან.