ავსტრალიის ღია პირველობის მეექვსე სათამაშო დღეს 1/16 ფინალური ეტაპი დასრულდება და გარკვეული იქნება ყველა მერვედფინალისტი.
ქალთა ბადეში სარეკორდოდ გრძელი მატჩი ითამაშეს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და ამერიკელმა ლორენ დევისმა. ჩოგბურთელებმა ჯამში 48 გეიმი გაითამაშეს, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის რეკორდის გამეორებაა, რომელიც 1996 წელს დაამყარეს ამერიკელმა ჩანდა რუბინმა და ესპანელმა არანჩა სანჩეს-ვიკარიომ.
ჰალეპმა სამ საათსა და 47 წუთში 4:6, 6:4, 15:13 მოიგო. მესამე სეტში რუმინელს ოთხჯერ შეეძლო მატჩზე ჩაწოდება, მაგრამ დევისმა ოთხჯერ გაათანაბრა ანგარიში, 11:10-ზე კი ამერიკელს სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა, თუმცა ჰალეპმა გეიმი და შეხვედრა გადაარჩინა. მე-18 გეიმში სიმონამ პირველი მატჩბოლი გამოიმუშავა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.
თამაშის ხანგრძლივობა – სამი საათი და 47 წუთი ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში ქალი ჩოგბურთელებისთვის მესამე მაჩვენებელია. რეკორდი ეკუთვნით იტალიელ ფრანჩესკა სკიავონესა და სვეტლანა კუზნეცოვას, რომლებმაც ოთხი საათსა და 44 წუთს ითამაშეს (6:4, 1:6, 16:14).
დასრულებული მატჩების შედეგები:
ჰალეპი (რუმ, 1)-დევისი (აშშ) 4:6, 6:4, 15:13
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6)-საფაროვა (ჩეხ, 29) 7:6(6), 7:5
გარსია (საფ, 8)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:3, 5:7, 6:2
კისი (აშშ. 17)-ბოგდანი (რუმ) 6:3, 6:4
სტრიკოვა (ჩეხ, 20)-პერა (აშშ) 6:2, 6:2
ოსაკა (იაპ)-ბარტი (ავსტრა, 18) 6:4, 6:2