ჩოგბურთი | ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში არინა საბალენკა ქინვენ ჟენგს შეხვდება #1TVSPORT
ჩოგბურთი | ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში არინა საბალენკა ქინვენ ჟენგს შეხვდება #1TVSPORT

ჩოგბურთში წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი არინა საბალენკა და მე-15 ნომერი ქინვენ ჟენგი შეხვდებიან.

საბალენკამ ნახევარფინალში ამერიკელი კოკო გაუფი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. გაუფმა გასულ წელს საბალენკას ამერიკის ღია პირველობის ფინალში მოუგო.

რაც შეეხება ჟენგს, ფინალში გასასვლელად მან უკრაინელი დაიანა იასტრემსკაია 6:4, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, რადგან რეიტინგში 93-ე პოზიციას იკავებდა.

26 წლის არინა საბალენკასთვის ეს დიდ სლემზე მესამე ფინალი იქნება, გასულ წელს მან სწორედ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. 21 წლის ჟენგი კი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მთავარ შეხვედრაში პირველად ითამაშებს.

ფინალური მატჩი 27 იანვარს გაიმართება. მანამდე, ხვალ, 26 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალისტები მამაკაცთა შორისაც გამოვლინდებიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი იანიკ სინერს შეხვდება, ხოლო დანიილ მედვედევი – ალექსანდრ ზვერევს.