მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს #1TVSPORT
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა გამოაცხადა, რომ ვერ ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრავმის გამო, რომელიც ვარჯიშზე მიიღო.

„იმ მომენტში, როცა წინასასეზონო მზადების პერიოდში საუკეთესო ფორმაში ვიყავი, შემთვევითი არაბუნებრივი მოძრაობის გამო ტრავმა მივიღე ვარჯიშზე. ამჯერად მარჯვენა ფეხზე კუნთი დავიზიანე.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა ჩემს საუკეთესო დონეზე გავსულიყავი ავსტრალიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძლებ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს.

ეს მძიმე მომენტია, მაგრამ ოპტიმისტი უნდა ვიყო, მოვირჩინო ტრავმა და წინ ვიყურო. შევხვდებით 2024 წელს“, – დაწერა სოციალურ ქსელში 19 წლის ალკარასმა.

ესპანელი ჩოგბურთელი შარშან ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

წელს ავსტრალიის ღია პირველობა 16-9 იანვარს გაიმართება.