რაფაელ ნადალი 2024 წელს ავსტრალიის ღიაზე ითამაშებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი 2024 წელს ავსტრალიის ღიაზე ითამაშებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი ითამაშებს 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამის შესახებ განაცხადა ტურნირის დირექტორმა, კრეიგ ტილიმ.

ესპანელი ჩოგბურთელი 2023 წლის იანვრის შემდეგ არ გასულა კორტზე, როცა ავსტრალიის ღიას მეორე წრეში ტრავმა მიიღო. 37 წლის ჩოგბურთელმა ამ დაზიანების გამო ოპერაცია გადაიტანა.

„ჩვენ შეგვიძლია, გამოვაცხადოთ, რომ რაფა დაბრუნდება. ჩვენ ველაპარაკეთ მას და მან დაადასტურა, რომ ითამაშებს მელბურნში, რის გამოც ძალიან მოხარულები ვართ. ეს შესანიშნავია“, – მოჰყავს ტილის სიტყვები სააგენტო Reuters-ს.

ასევე, საგაისო ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებენ იაპონელი ნაომი ოსაკა, გერმანელი ანჟელიკ კერბერი და დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი, რომლებსაც ფეხმძიმობის გამო კარიერაში პაუზა ჰქონდათ აღებული.

2024 წელს ავსტრალიის ღია პირველობა 14-28 იანვარს გაიმართება.