ჩოგბურთი | არინა საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო #1TVSPORT
ჩოგბურთი | არინა საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო #1TVSPORT

არინა საბალენკა ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის 2024 წლის გამარჯვებულია. ფინალში მან ქინვენ ჟენგი ორ სეტში, 6:3, 6:2 დაამარცხა.

პირველ სეტში საბალენკამ მეტოქის ჩაწოდების მოგერიება ერთხელ მოახერხა და შესრულებული ბრეიქი სეტის ბოლომდე შეინარჩუნა. მეორე სეტში მან ტემპი კიდევ უფრო გაზარდა, ორი ბრეიქი შეასრულა, თავისი ჩაწოდება კი არცერთხელ დაუკარგავს.

25 წლის არინა საბალენკასთვის ეს მეორე გამარჯვება იყო დიდი სლემის ტურნირებზე, მან ავსტრალიის ღია პირველობის მოგება 2023 წელსაც შეძლო. იმავე წელს მას კიდევ ერთი გამარჯვება შეეძლო დიდ სლემზე, თუმცა ამერიკის ღია პირველობის ფინალში კოკო გაუფთან დამარცხდა.

28 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მამაკაცთა შორის გამოვლინდება, ფინალში დანიილ მედვედევი იანიკ სინერს შეხვდება.