ჩოგბურთი | ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა და ქალთა შორის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ჩოგბურთი | ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა და ქალთა შორის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

ჩოგბურთში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. შეჯიბრებაზე დღეს მეოთხედფინალური ეტაპის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვა.

მამაკაცთა შორის მეოთხედფინალში იასპარეზებენ: ნოვაკ ჯოკოვიჩი (1), ტეილორ ფრიცი (12), იანიკ სინერი (4), ანდრეი რუბლიოვი (5), ჰერბერტ ჰურკაჩი (9), დანიილ მედვედევი (3), ალექსანდრ ზვერევი (6) და კარლოს ალკარასი (2).

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები მამაკაცთა შორის:

ნოვაკ ჯოკოვიჩი – ტეილორ ფრიცი
იანიკ სინერი – ანდრეი რუბლიოვი
ჰერბერტ ჰურკაჩი – დანიილ მედვედევი
ალექსანდრ ზვერევი – კარლოს ალკარასი

ქალთა ტურნირზე რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის არიან: ლინდა ნოსკოვა, დაიანა იასტრემსკა, ბარბარა კრაიჩკოვა (9), არინა საბალენკა (2), მარტა კოსტიუკი, კოკო გაუფი (4), ანა კალინსკაია და ქინვენ ჟენგი (12).

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები ქალთა შორის:

ანა კალინსკაია – ქინვენ ჟენგი
მარტა კოსტიუკი – კოკო გაუფი
ბარბარა კრაიჩკოვა – არინა საბალენკა
ლინდა ნოსკოვა – დაიანა იასტრემსკა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალები ხვალ, 23 იანვარს დაიწყება. 2023 წელს მელბურნის კორტებზე მამაკაცთა შორის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, ხოლო ქალთა შორის ტიტული არინა საბალენკამ მოიპოვა. ორივე მათგანს წელს ტიტულის დაცვის შანსი აქვს.