აშშ-ში ჟურნალისტებისთვის საიდუმლო მასალების გადაცემისთვის პენტაგონის თანამშრომელი დააკავეს
აშშ-ში ჟურნალისტებისთვის საიდუმლო მასალების გადაცემისთვის პენტაგონის თანამშრომელი დააკავეს

აშშ-ში ჟურნალისტებისთვის საიდუმლო მასალების გადაცემისთვის პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

დაკავებული 30 წლის ჰენრი კაილი ფრიზია, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოში კონტრტერორიზმის საკითხებში ანალიტიკოსად მუშაობდა. ის ეჭვმიტანილია 2018 და 2019 წლებში ორი ჟურნალისტისთვის უცხო ქვეყნის შეიარაღების შესახებ საიდუმლო მასალების გადაცემაში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ორი ჟურნალისტი ერთად მუშაობდა და ერთ-ერთს ფრიზთან რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა.

ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ში საიდუმლო მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დაწყებული უკვე მეექვსე ფედერალური საქმეა.