პენტაგონი – აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი
The Pentagon building in Arlington, Virginia, US, on Friday, April 21, 2023. Senators from both parties called for changes to the US government's system for classifying secret information after a closed-door briefing on the biggest leak of closely held documents in a decade. Photographer: Tom Brenner/Bloomberg via Getty Images
აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ აშშ-ის სამხედრო გემებმა, მათ შორის USNS Benavidez-მა, დაიწყეს დროებითი ნავსადგომის საწყისი ეტაპების მშენებლობა სანაპიროზე”, – განუცხადა პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებს.
მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავდა, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გამხდარიყო შესაძლებელი.