პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინი მიმდინარე კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრს „რეგიონული საფრთხეებისა და ირანის დესტაბილიზაციის ქმედებებზე“ ესაუბრა
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიმდინარე კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს „რეგიონული საფრთხეებისა და ირანის დესტაბილიზაციის ქმედებებზე“ ესაუბრა.
როგორც მედია წერს, თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი ირანის მიმართულებით განხორციელებულ შეტევამდე შედგა.
პენტაგონის განცხადებაში არ არის საუბარი ისრაელის თავდასხმის გეგმებზე.
მანამდე „სიენენმა“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ისრაელმა შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას განახორციელებდა.