პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს
პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული, ლოიდ ოსტინს შარდის ბუშტთან დაკავშირებული მწვავე პრობლემა აღენიშნება.

ჰოსპიტალიზებამდე პენტაგონის მეთაურმა მოვალეობის შესრულება მოადგილეს, კელტლი ჰიკს დაავალა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჰოსპიტალიზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, თეთრ სახლსა და კონგრესს.

ექიმები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რამდენ ხანს მოუწევს ლოიდ ოსტინს საავადმყოფოში დარჩენა, თუმცა აღნიშნავენ, რომ საშარდე ბუშტთან დაკავშირებული პრობლემა ლოიდ ოსტინის პროსტატის სიმსივნისგან განკურნებას ხელს არ შეუშლის.

როგორც ცნობილია, ოსტინი 1 იანვრიდან საავადმყოფოში იმყოფებოდა ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო. პენტაგონის მეთაურის ჰოსპიტალიზების გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში პირველად გადაყვანის შესახებ თეთრ სახლს ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს.