არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
სამართალდამცველებმა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა დაუდასტურა.
როგორც მისმა შვილმა აღნიშნა, სახლიდან გამოსვლისას მას სამართალდამცველები დახვდნენ და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
შსს-ში აღნიშნულ ფაქტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.