ადვოკატი - ზაზა ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დღესვე დაიწყება
ადვოკატი - ზაზა ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დღესვე დაიწყება

ზაზა ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დღესვე დაიწყება, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ბაქრაძის ადვოკატმა ზაზა შანავამ გლდანის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ქალაქის პროკურატურაში ის დღეს, საქმის პროკურორს შეხვდება.

“გარდა ამისა, სხვა საკითხებზეც უნდა ვისაუბროთ”, -განაცხადა ზაზა შანავამ.

მისი თქმით, ბაქრაძესთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობას სასამართლოში 7 მარტამდე – ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩანიშნულ სხდომამდე შეიტანს. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატის განმარტებით, ის ბრალს სრულად აღიარებს.

„დაკითხვაზე დაადასტურებს იმას, რაც საქართველოში ჩამოსვლამდე ტელევიზიით განაცხადა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს ადვოკატი გლდანის ციხეში დღეს შეხვდა.

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას ბრალად ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება ბრალად. ბაქრაძე 5 წელია ძებნილად ითვლება და მან საქართველოს საზღვარი გუშინ გამოკვეთა, მანამდე კი სატელევიზიო ეთერით დანაშაული აღიარა.