დამსმენი

 

თუ გინდა შეიშალო, იოლად,  გარანტიით,

უყურე ტელეარხებს ანტრაქტის გარეშე!

იკვებე პოლიტიკით, იხარე მასმედიით,

ამ ქონდრისკაცების გხიბლავდეს თარეში!

 

პიტალო ლოზუნგებს, ბანერებს, მანერებს

ხოტბა და დიდება მხურვალედ შეასხი!

გაგიჟდი! გაგიჟდი! უარყავ საზვერე…

უფინე ვარდები ღორების შეძახილს!

 

ულხინე ქვეძრომით შენს ხელისუფალთა,

შენ ხარ „სკომოროხი“ უპატივმოყვარო!

მავანთა ამ სოფლის ულოკე უკან, და –

ვერ მიხვდე ვერასდროს, რომ უნდა მოთხარო!!

 

თუ გინდა გაცოფდე, გაქოცდე, გაოხრდე –

იჩოქე თავმდაბლად მინისტრთა წინაშე!

თანაც გიხაროდეს, რომ უნდა გაკოტრდე,

თან იყავ ამაყი წართმეულ ბინაში!

 

წართმეულ სამშობლოს, გაყიდულს გროშებზე,

ვერ დაიბრუნებენ ბავშვები მომავლის!

ქუჩებში გვძარცვავენ მრისხანე ბოშები,

ჩაგვესმის ხარხარი სიცრუის ორთქლმავლის!

 

ეგუე! ეგუე! ყველაფერს უმსგავსოს!

მიიღე პატივად სტატუსი ღატაკის!..

დასმენის ბრძანება ასრულე უვადოდ,

ჩამშვების ტიტული ატარე მარადის!

 

ქეცი მედროვეთა და პოლიტიკანთა

რეტივით გვაბრუებს, გვპირდება სამოთხეს…

ეს შუბლის ძარღვწყვეტა გამყიდველ ციგანთა

– ზეციურ სამართლით ჩაკვდეს და დაოთხდეს!

 

მოკალი მლიქვნელი, ქლესა და ვანდალი,

რომლებიც შენშია სინდისის გადაღმა!

– შენა ხარ სიმართლის, სამართლის სარდალი,

დატოვე კედლებზე მეომრის ქარაგმა!

 

28.07.2022.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13