ქინქლა
/ციკლიდან – სატირულ-სარკასტული…/
მეზობელს აქვს მაღაზია, ხილ-ბოსტნეულის
და ჭაჭის,
რომელსაც რისგან ხდის, ალაჰმა უწყის…
მას აცვია სულ კრეპტიშინი და ბამბაზია.
-ჯინსებს რახანია აღარ კადრულობს,
არც ხეხავს და ყრის…
უბანი სავსეა, მისი უხმარი ჯინსებით
და მისი ცოლის
კრუჟევოიანი ნიფხვებით…
ისინი მუდამ ასწრებენ ვარჯიშს,
თან ბიზნესს, თან ერთმანეთის წყევლას
-ათგზის!
მეზობლის მაღაზიაში იშვიათად ვიხედები,
რადგანაც ყოველდღე აძვირებს ჭაჭას,
აძვირებს ყველსაც, ვაშლსაც და ჭარხალს…
მას უყენია 7 სათვალთვალო კამერა
თავიც მეტად დაცული ჰგონია!
კრახის და წარუმატებლობის არ სჯერა!
-ის მშვიდადაა ამ მხრივ!
ღიპიც ადევს – 20 კილო ქონია!
ის წლებია წამლავს უბნელ კაცებს–
-ზოგს ციროზი, ზოგს კიბო და ზოგსაც ათაშანგი
გაუჩინა,
მათმა სასმელმა…
თავი კი მოაქვთ ალმასურ თვალისჩინად!
-„დალოცოს“ ცოლ-ქმარი, გამჩენმა!
მათ ბიზნესს ვერ ეხება ვერც გაკოტრება, ვერც
-ჟანგი…
ისინი ყველა მყიდველთან აგინებენ ნაცებს
და ადიდებენ ქოცებს…
ატყუებენ ხალხს უცვლელი თარგით!
ვერც ხვდებიან, რომ კამერები ვერ იცავენ
ჭკვიანი ქინქლებისგან!
რომლებიც დღემუდამ უნადგურებენ
საქონელს, ალპობენ და ნაგვად აქცევენ;
-ობს უკიდებენ მათს არყის ბოცებს!
ადამიანები კი, მათი ჭაჭისგან – არწყევენ!
განებივრებულნი საკუთარი სიზმრებისაგან-
არ იშურებენ ხატებთან პირჯვარს
და კოცნებს…
-ეგ ქინქლები კი არ გვანან არც იმ ნაცებს!
არც ამ ქოცებს!
მე მათი ერთიანობა და შეუპოვრობა
მაოგნებს და სულ მაოცებს!..
–მეზობელს აქვს ფარდული, ხილ-ბოსტნეულის,
აჯიკის და ჭაჭის…
ის ბედნიერია თავისი ყოფით,
მისი ცოლი სკუტერით დაჰქრის…
მათ ბიზნესს კი ლპობის სუნი
უფრო და უფრო ასდის,
-ცბიერი ქინქლების დამსახურებით!…
და მე არასოდეს დავიღლები
მათი ხელთუქმნელი
–„ბედნიერების“ ყურებით…
19.07.2022.