სანიტრის მანიфესტი!

 

ჩემს ირგვლივ

და გარშემო,

აღმა თუ დაღმა:

-ჰაერი დანაღმულია!

-მიწა დანაღმულია!

-ცა დანაღმულია!

-წყალი დანაღმულია!

-ჰორიზონტი დანაღმულია!

–„ადამიანებით“!

ადამიანები ბომბებია,

მინებია კომუфლიაჟებში!

ანუ ისინია თავად ეს ნაღმები,

წკიპზე შემართულნი

ყველაფრის ასაოხრებლად

-აქ!

ცოცხლებიც და მკვდრებიც!

სუსტებიც და ჯანმრთელნიც!

ჩალოგინებულნიც და კულტურისტებიც…

მათ ხომ ტროტილის საფშვინველი უდგათ!

ზოგი ნაკლებ დამანგრეველია,

ზოგი საშუალოდ,

ზოგი კატასტროფულად!

მაგრამ ეს სულერთია…

რადგანაც ყველა ტოქსიკურია

და მომაკვდინებელი!..

ყოველი მათგანი იფეთქებს

ადრე თუ გვიან!

მათ შორის კი მე ვდგავარ-

საუკუნეებია უკვე…

მარტოდ და კენტად-

დათოვლილი კილმანჯაროსავით!..

მე – სიმართლის და სამართლის

სასაცილო აჩრდილი…

მოჩვენება და ილუზია…

თანაც ყოველგვარი დამცავი

აღჭურვილობის გარეშე!

-მე ვინ?

– ან სულაც რა?

-კულტურის სანიტარი!

-საველე სანიტარი!

-სამიზნე სანიტარი!

-საზარბაზნეხორცე სანიტარი!

და მთელმა პლანეტამ რომ იფეთქოს

ერთიანად

ჩემს საფშვინველს ვერ გააქრობს;

ვერ ჩააქრობს;

ვერ ჩააჩუმებს;

რადგანაც ტროტილის ნაცვლად

მასში პოეტის ფაქიზი

სული კრთის

და ბორგავს!

პოეტის სული სამურაივითაა…

თავად თუ გაიკეთებს ჰარაკირს, მხოლოდ!

ის ტყვედ არასოდეს ჩაბარდება!…

ის არასოდეს იქცევა მონად!

ის ვერავის დაექვემდებარება!

ის არაორგანულია და უფორმო!

ის თავს იცავს ამით!

ეს მისი დაზღვევაა

განადგურებისაგან!

ხოლო პოეზია კი უკვდავებაა!

ისაა ღმერთიც და ფერდიც

ადამის…

ის  მუმიფიცირებულია, სამარადჟამოდ,

ჩემში!..

ის შიდაორგანოთაგანია!

ის ჩემი სისხლია!

ქრომოსომებია ჩემი…

ის თავად მე ვარ!..

და ეს ჩემი ბოლო მანიфესტია!

 

10.09.2022.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13