კულტურის სანიტარი (გიორგი ბუნდოვანი)
კულტურის სანიტარი (გიორგი ბუნდოვანი)
  პოეტი, მულტი-არტისტი, პერფორმერი -კულტურის სანიტარი ( გიორგი ბუნდოვანი) 90-იანელების სახელით ცნობილი, თბილისური სალიტერატურო და არტ-თაობის ერთ-ერთი  წარმომადგენელია, რომელიც ძირითადად მუშაობდა და მუშაობს „სახელოვნებო ანდერგრაუნდში“. 1990 წლიდან დღემდე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უამრავი გახმაურებული ლიტერატურული საღამო-პრეზენტაციის, სხვადასხვა არტ-აქციისა და პერფორმანსის ავტორი, თანამონაწილე და ორგანიზატორია. მათ შორის გამორჩეულია: დადა მეფე-პრეზიდენტის არჩევნები; გასტრონომია და სიყვარული; ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში; ანარქიული, გიჟური, რომანტიკული პოეზიის საღამო; კიბე და სხვ. &...

 

პოეტი, მულტი-არტისტი, პერფორმერი -კულტურის სანიტარი ( გიორგი ბუნდოვანი)

90-იანელების სახელით ცნობილი, თბილისური სალიტერატურო და არტ-თაობის ერთ-ერთი  წარმომადგენელია, რომელიც ძირითადად მუშაობდა და მუშაობს „სახელოვნებო ანდერგრაუნდში“.

1990 წლიდან დღემდე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უამრავი გახმაურებული ლიტერატურული საღამო-პრეზენტაციის, სხვადასხვა არტ-აქციისა და პერფორმანსის ავტორი, თანამონაწილე და ორგანიზატორია. მათ შორის გამორჩეულია: დადა მეფე-პრეზიდენტის არჩევნები; გასტრონომია და სიყვარული; ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში; ანარქიული, გიჟური, რომანტიკული პოეზიის საღამო; კიბე და სხვ.

 

გიორგი ბუნდოვანის ავტორობითა და თანაავტორობით 1991-2018 წლებში გამოიცა 6 პოეტური კრებული:

 

  • „ქრონოფაგები“ (ქართველ პოეტთა ორდენი) – 1991 წ.
  • „ანომალიური პოეზია“ – 1993 წ.
  • „სიწყნარის დაკანონება“ – 2003 წ.
  • „ათვლის წერტილი“ – 2004 წ.
  • „ანტიყოფის მანიфესტი“ – 2009 წ.
  • „სად არის სისხლი ბროლისფერ თოვლის“ – 2018 წ.

 

1990 წელს გიორგი ბუნდოვანი იყო ქართველ პოეტთა ორდენ „ქრონოფაგების“ თანადამფუძნებელი და მაგისტრის მოადგილე;

1987-1992 წლებში იყო დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის, ტერენტი გრანელის პირველი საფლავის მცველი, შემდგომში შემნარჩუნებელი და იმავე ადგილზე მემორიალური ქვის დამდგმელი;

90-იანი წლების პირველ ნახევარში, პოეტ და არტისტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად „ალტერნატიული კულტურის ლაბორატორია“ ჩამოაყალიბა;

1993 წელს პოეტური საძმო „ანომალისტი პოეტების“ თანაავტორი და თანადამფუძნებელია;

90-იანი წლების მიწურულს კი გახლდათ „მარგო კორობლიოვას სახელობის პერფორმანსის თეატრის“ აქტიური წევრი და აღმასრულებელი დირექტორი;

2006-2012 წლებში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მულტი-მედია არტ-ჯგუფ „სტიგმატს“.

მეტი მაჩვენე ნაკლები