„ДА – ДА…“
(ალო და-და-ს…)
კრიტიკული უძრაობა დავთესე.
ვიმკი სველ წინდებს, კიდევ მუხლებში ლურსმნებს –
დაღუნულს.
ლიანდაგებზე ვაშრობ ბრინჯს და ვაწყობ კამათლებს,
„პოეზდი“ მოჰქრის, რომელშიც არ მუშაობს
ერთი ტუალეტიც!
და ღიპგამძღარი სნობები აფსამენ ფანჯრებიდან
პეპსი-კოლას…
პეპლის გალიაში ყოლას კი ჯობია
მისგან ჰერბარიუმი!
როცა კახპობა სალოსობაა და მღვდლობა კი ბოზობა! –
გავჰკარი ასეთ რეალობას…
არ-ვერ შემდგარი კარიკატურული პერსონების
უმისამართო გინების
ჰორიზონტალური ცათამბჯენები…
სართულების სიმსივნური ზედნაშენებით…
რომლებიდანაც მე ვაფრენ დაჭრილ მერცხლებს…
– ფრთების გარეშე!
მიწაზე კი სკდებიან სისხლით სავსე ღამის ქოთნები,
ბოთლები დეპუტატების фეკალიებით და
ფურთხით დატენილი ბომბები…
აქ რახანია „სექს-შოპები“ მილეწ-მოლეწეს!
და ახლა მათში მაწონი იყიდება,
კიდევ მარაოები ნაირ-ნაირი…
და საღეჭი რეზინი „PEDRO“.
-დავარდა დედა! დედამ დამბადა მაშინ,
როცა ლაბადაც არ ჰქონდა ბავშვის…
დაბერდა და დაიჩუტა დედა,
მას სხვები ეძახდნენ დეიდას და
მე კი დუდას, ენის ამოდგმამდე…
ბაყაყი დამიკლა ბოლოს,
ჭლექიანივერცხლისბაყაყი!
-ხორცს აღარ ვჭამ დედა, და ვარ ამაყი!…
დრაკონმა დამაბიჯა გემოვნების კაფსულაზე
– პუუჰ, გასკდა!
გადმოიღვარა ჩემგან, იმპულსურად, კაკაфონია…
ნორმატიული სტანდარტების „მასტერ კლასს“
– დავადე!
წესები ჩემზე არ ჭრის, თანაც მძინავს ტროტუარებზე.
ქუჩის ძაღლი მაწოვებს ძუძუს და დედის მკერდი
მივახატე სახლის კარებზე,
როგორც ავატარი!
ვოკალში სუსტი ვარ, ბოკალში ვყრი კრეკერებს,
გადავდე ცხოვრება, მადარდებს ძველი კარადა –
ეს არის დადა-სტურება, ჩემგან,
– იმ უძრაობის!
და და-მიანე, მეზობლის ბავშვი, ისაქმებს იმ კარადაში…
მე კი მიწევს ამის ყურება!
დედა დუდას კი აღარ შეუძლია სისუფთავის დაცვა!
ბაყაყმა იყივლა ლამბაქზე და გადახტა –
ციფრულ სივრცეში…
ღმერთი იცინის ულვაშებში
და-და-რდიანდა, თანაც, აშკარად…
დედამ მომართვა გამხმარი ქადა,
გუშინწინდელი.
მერე ზარია, ყურმილს იღებს
და მესმის
რუსულ-სვეცკურად:
„ДАа-ДАа“…
07.08.2022.
