ესტაკადები

 

ტროტუარებზე ვერ დავწერე მემუარები,

ვეღარ ავკინძე თაბახებად ესტაკადები,

ცვივა ზემოდან სეტყვასავით სიტყვის „გრადები“,

ქვემორე შრება მდინარეთა შენაკადები.

 

და იწვის, იწვის ცივი ცეცხლით ნიამორები,

ტყეები ბღავის განწირულად, როგორც ვენდეტა,

ქვები დავწურე! აღარ დარჩა ლოდიც – კერკეტი,

მიწა გაშავდა, ნაცრით ვკაწრე მასზე სტროფები.

 

ხიდები გრძელი, მოსიპული ავტობანებით,

ხიდებზე უხვად დახვრეტილი ამორძალები…

გელიოტინებით დაკონკილი სეგრეგაცია,

კნინი სულების რასობრივი ამპუტაცია.

 

ტროტუარებზე არ შემითხზავს მემუარები,

ვერ გადავფურცლე მიყოლებით ესტაკადები,

მაღლიდან ისმის უსასრულო კანონადები,

სხეულში დაშრა  ტრომბოზული  შენაკადები…

 

22.07.2022.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13