(თანამოქალაქეთა ქვეცნობიერი დიალოგების ქუჩიდან აკრეფილი ამონარიდები)

დაკეტილი კარი, მხოლოდ დაკაკუნებაზე იღება. დააკაკუნე? ესე იგი მოხვედი. დაუკაკუნე და მეპატრონე, მომლოდინე, ან მასპინძელი გაგიღებს კარს. თუ არ დაუკაკუნე არ გაგიღებს. შეიძლება კარი ღია დაგხვდეს, მაგრამ მაინც უნდა დააკაკუნო. თუ არ დააკაკუნე ქურდი, მაწანწალა, ან არამკითხე ეგონები. კაკუნის გარეშე ვერ დაგინახავენ, ვერ გაგიგონებენ, ვერ შეგამჩნევენ. არ აკაკუნებ? ესე იგი არ არსებობ.

კაკუნსმართალია ცინიკოსები ჩაშვებას, დაბეზღებას, ენის მიტანას ეძახიან, მაგრამ კაკუნის ჭეშმარიტი არსი მხოლოდ ისაა, რომ გაგიღონ კარი, რომელიც აქამდე დაკეტილი იყო.

ზარი არა, ზარმა შეიძლება არ იმუშაოს, კაკუნი კი ყოველთვის მუშაობს.

კაკუნის მეშვეობით ერთი რეალობიდან გადადიხარ, შედიხარ მეორე რეალობაში. იცვლი ატმოსფეროს, გარემოს, სივრცეს, განზომილებას. ის კაკუნი კი, რომელსაც დაბეზღება ქვია, არა მარტო შენ გიღებს კარს, არამედ მასაც ვისაც აბეზღებ მისთვისაც ახალი ცხოვრება იწყება. ამიტომ კაკუნს არ სჭირდება გამართლება, რადგან ის ბიბლიითაც მართლდებადააკაკუნე და გაგეღება! დაუკაკუნე და მასაც გაეღება, ჩაუკაკუნე და გაეხსნება!

კაკუნი ზეციურთან, არაამქვეყნიურთან გვაახლოებს! ვინც აკაკუნებს უფრო, თავმდაბალი, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია! მათ სხვანაირი გამოხედვა აქვთ, ბუჩქის უკან დამალული შველის! ის სხვა ფასეულობებით ცხოვრობს. მართალია მას და მისთანებს, მოღალატეებს და გამყიდველებს ეძახიან, მაგრამ მათ გარეშე ჩვენ არც ღმერთი, არც წმინდანები, არც გმირები არ გვეყოლებოდა!

კაკუნი პროგრესია! კაკუნი ამოძრავებს ცივილიზაციას! კაკუნის გარეშე (დარვინს თუ დავუჯერებთ) დღესაც მაიმუნები ვიქნებოდით! ადამი და ევას შვილებს, კაკუნმა გაგვიხსნა სამყაროს, ცივილიზაციის, ღმერთკაცობის კარი! აბა, ამაზეც დაფიქრდით, განა აღსარება კაკუნი არ არის?.. რით განსხვავდება ტაძარში კაკუნი, სხვაგან კაკუნისგან?.. ღმერთი, ხომ ყველგანაა?

მხოლოდ უნდა ხედავდე, გესმოდეს და ხვდებოდე კაკუნს და უნდა შეგეძლოს მისი გარჩევა რაკუნისგან.

ტუკტუკ! ეს, კაკუნის, თუ რაკუნის ხმაა?

ნეტა როდის ვაკაკუნებთ და როდის ვარაკუნებთ?ტუკტუკ! კაკკუკ!

კაკკუკ! კაკკუკ! აი ახლაც ვაკაკუნებ! უსაქმოდ ვერ ვჩერდები! სულ რაღაც მინდა ვაკეთო! ქანცგამწყვეტი სამსახურიდან დაბრუნებულიც კი, როცა სავარძეკლში მოკალათებული ვუყურებ ტელევიზორს, იმხელა დაუხარჯავი ენერგია მაქვს, რომ  ძალიან მინდება ვინმეს ვთხლიშო სახეში ჯერ ხელი. მერე ფეხი, მერე ავხტე და დაცემულს კიდევ რამოდენიმეჯერ, მთელი ძალით, ქუსლები დავაყოლო მკერდში, სიფათშიდა ბოლოს თეძოებში გადავტეხო

იქ ჩავწიხლო, საიდანაც ძვლების მტვრევის ხმას მკაფიოდ გავიგონებ.

ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიამოვნებაა, როცა ტელევიზორიდან გადმოსცემენ ახლა, გულისშემძვრელ ინფორმაციას და ამ დროს შენ, ვინმეს, ან რამეს, (მთავარია ცოცხალი არსება იყოს და გრძნობდეს ტკივლის) გულიანად უბრაგუნებ!

აი წარმოიდგინეთზიხართ სახლში, უყურებთ ტელევიზორს, საიდანაც გადმოცემენ ცინცხალ ამბებსსადღაც მოკლეს, ვიღაც გააუპატიურეს, რომელიღაც დაიჭირეს, ის მოიტაცეს, სადღაც ბავშვმა თავი მოიკლა, ვიღაც საოცარი ადამიანი სამწუხაროდ კვდება, ამ დროს კი რაღაც მნიშვნელოვანი წაგვართვეს, შეგვაგინეს, მოგვატყუეს, გაგვაუპატიურეს, ვეძებეთ ვერ ვიპოვეთ, მოგვპარეს, გაგვეპარა, მოგვეპარა, მივეპარეთ, დაგვიჭირეს, უსამართლოდ მოგვექცნენ, გადაგვაგდეს, დაგვცინეს, მაგრამ ბოლოს ვიღაც ერთი მაინც კარგადააერთი მაინც კარგადაა, ძალიან კარგად!.. ნუთუ არ გექავებათ ხელები?

ან ავიღოთ სულაც რომელიმე თოქ შოუ, სადაც იგივეს გადმოსცემენ, ანუ  ყველაფერ იმას რაც საინფრომაციოში იყო ათი წუთის წინ, ოღონდ უფრო პოლიფონიურადდიქტორი ინტრიგანის როლს ბრწყინვალედ ასრულებს. თქვენ კი, ვერაფერს აკეთებთ გარდა იმისა, რომ ტელევიზორებთან სხედხართ და ბილწსიტყვაობთ. წნევა, სადღაც ღრუბლებშია ასული, გული ტაისონივით გიბრაგუნებთ და თვალებიც კი გიბნელდებათმოკლედ, საშველი არაა

მაგრამ, ჰოი საოცრებავ! ისმის კარზე კაკუნის ხმავიღაც მოვიდაააა!

– მობრძანდით, გეთაყვა! – თავაზიანად მიმართავ, – ნუ მოგერიდებათ, კარი ღიაა!

ისიც შემოდის, და მორცხვად გეუბნებათ: – გამარჯობა! არ მინდოდა თქვენი შეწუხებამაგრამ გადაუდებელი საქმე მქონდა, რა კარგია, რომ სახლში ხართ! – და ხელს იშვერს ვითომ ჩამოსართმევად.

თქვენ დგებით, უახლოვდებით ბედნიერი ღიმილით. უეცრად იშიშვლებთ ზურგს უკან დამალულ უთოს და რეხვავთ თავში, სახეში. სისხლიან ფაფად აქცევთ მის ფარისევლურ, ვითომ სათნო მიმიკას…. მერე კიდე მუცელში მიაწიხლავთ და ძირს დააგდებთ…  საინფორმაციო ბლოკებს შორის, რეკლამის დამთავრებამდე შესასვენებლად ჩამოჯდებით. აღიდგენთ ძალებს და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს უფრო მკაფიოდ გამოხატავთ

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11