ბარიტონი, რომელიც ტენორდება

ოფენ ზე დორ ვუმან, თორემ

წვრილი ხმა, რომელიც ბოხდება

რა ტონით ესაუბრებით ბილეთიან ქალბატონს?! უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ბილეთი ამ კუპეში მიზანდასახულად აიღეთ, რადგან ეს ქალბატონი მოგეწონათ და მისი შეცდენა ვაგზლიდანვე ჩაიფიქრეთ!

ბარიტონი, რომელიც ტენორდება

რაა, როგორ მიბდავთ?

ხრინწიანი ხმა, რომელიც უფრო იწმინდება

ჩემს ბილეთზე რაღას იტყვით, მეც ამ ქალის შეცდენა მინდოდა?

წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა

თქვენ თანამზრახველები ხართ! ორივე ერთი ორგანიზაციიდან ბრძანდებით!

ქალი

აი, რას ნიშნავს ქალის ინტუიცია! თავიდანვე მივხვდი, რომ მთელი ორგანიზაცია იყო ამაში ჩარეული! ყველაფერს მივხვდი! მანიაკების ორგანიზაციის,  ორი მანიაკი!

წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა

ორი მანიაკი!

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

მე ვარ მანიაკი?

ბარიტონი, რომელიც გატენორდა

მე მთვლით მანიაკად?

წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა

ლოგიკურად დაფიქრდით, თუკი მანიაკები არა ხართ, მაშინ ასეთ აფსურდულ მდგომარეობაში რატომ ხართ?

ქალი

ქალის ალღოს არაფერი დაემალება!

ბარიტონი, რომელიც გატენორდა

მე არ ვარ მანიაკი! მერწმუნეთ. ამ კაცზე კი თავს ვერ დავდებ!

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

ასე რატომ მიყურებთ? ესე იგი მე გგონივართ მანიაკი?

ქალი

დამნაშავის ქვეშ მიწა იწვისო!

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

ესე იგი მე გგონივართ მანიაკი? მეე დამსახურებული ადამიანი? მე საკუთარი იუბილედან ვბრუნდები სადაც სახელობითი იარაღიც კი მაჩუქეს!

ქალი

კბილებამდე შეიარაღებული მანიაკი!!

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

დიაღ, პასუხს ჩემი სახელობითი საჩუქარი, კოლტპიტონიგაქცემთ!

ისმის ორი გასროლის ხმა.

ბარიტონი, რომელიც გატენორდა

რა უფლებით მესროლეთ, მე ხომ მხოლოდ აზრი გამოვთქვი?

წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა

როგორ შეიძლება ადამიანის მოკვდინება, მხოლოდ სავარაუდო ეჭვის გამო?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11